saqarTvelos mdinareebi - jruWula

ტერიტორიული ერთეულები საჩხერის და ჭიათურის მუნიციპალიტეტები
სათავე რაჭის ქედი
სიგრძე 25 კმ
აუზის ფართობი 210 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 5,94 მ³/წმ

 

მდინარე დასავლეთ საქართველოში. საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში. მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2015 მ. სიგრძე 25 კმ, აუზის ფართობი 210 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, მდგრადი წყალმცირობა - ზამთარში, ზაფხულსა და შემოდგომაზე - წყალმოვარდნები.

საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 5, 94 მ3/წმ.